“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათეალაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან მიხეილ ყაველაშვილის ოჯახთან ერთად სტუმრობას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
“ახალი წელია, მაგრამ მაინც უთქმელობა არ იქნება, ეს საკუთარი მრევლის წინააღმდეგ წასვლაა. სანამ საპატრიარქო არ დაანებებს თავს პრეტენზიას წარმოადგენდეს ზესახელმწიფოს ქვეყანაში ჩვენ სახელმწიფო არ გვექნება. მე დარწმუნებული ვარ რომ უმაღლეს სამღვდელოებას ძლიერი, სუვერენული, ქართული სახელმწიფო მიაჩნიად თავის მტრად და საკუთარი მოგების შემამცირებელ უბედურებად. სამწუხაროდ ეს ასეა.”-ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეწვია. უწმინდესმა ყაველაშვილი დალოცა, საჩუქრად ხატი გადასცა და პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.