სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული.
იმავე მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.