რუსთავის სასაფლაოსთან ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა- ინფორმაციას megatv ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.