საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში ბოსტნეულის ფასმა მოიმატა თითქმის 16 პროცენტით, შაქარსა და სხვა სახის ტკბილეულზე – 7 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელებზე – 5 პროცენტით. თევზეული ასევე 5 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცპროდუქტები – ერთი პროცენტით.
ამასთან, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა ფასები ხილსა და რძის პროდუქტებზე. რაც შეეხება 2025 წლის პროგნოზს, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ერთპროცენტიანი ინფლაციაა ჩადებული, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელზე დაბალია.