ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, კოვიდმა მისი მამიდა იმსხვერპლა, რომელმაც აცრის გაკეთება რამდენჯერმე გადადო.
“არ სრულდება ტრაგედიები ოჯახებში. კოვიდი ყოველდღე აუბედურებს ოჯახებს, დედებს, მამებს, შვილებს, დებს, -მამიდაჩემმა, რომელმაც აცრის გაკეთება რამდენჯერმე გადადო და საბოლოოდ ვეღარ მოასწრო დღეს დილით გარდაიცვალა. ვერ გაუძლო და სუნთქვა შეწყვიტა. აიცერით ადამიანებო გთხოვთ!!! ” – წერს გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.