Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბოლნისის ცენტრალური კლინიკა სპეცრაზმის ალყაშია – უახლესი ცნობები მარნეულიდან

December 31, 2024
ბოლნისის ცენტრალური კლინიკა სპეცრაზმის ალყაშია – უახლესი ცნობები მარნეულიდან

ბოლნისის საავადმყოფო სპეცრაზმის ალყაშია -განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი კლინიკის ყველა შესასვლელს აკონტოლებს.

ექიმები ჯგუფურად ნაცემი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ დრომდე აკვირდებიან. ორი მათგანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

ხელჩართული ჩხუბი სოფელ ნახიდურში ორი არასრულწლოვანის ავტოავარიით დაღუპვას მოჰყვა-დამტვრეულია კლინიკის მისაღები და დაზიანებული სასწრაფოს ავტომობილი -გარდაცვლილები კი ექსპერტიზიდან სახლში უკვე გაადასვენეს.

პოლიციამ დააკავა მძღოლიც, რომელსაც ადგილობრივები ავტოავარიის შემდეგ დაუპირისპირდნენ.

“ეს საქმე ასე არ უნდა დარჩეს, ვინც ახალგზარდა ბიჭები მოკლა, ციხეში უნდა წავიდეს“ – ამბობენ ადგილობრივები.

რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას – ექიმის ინფორმაციით, 4 პაციენტი კლინიკაში რჩება და დინამიკაში აკვირდებიან.

კლინიკაში შემოვიდა 10 პაციენტი, სხვადასხვა სახის დაზიანებით. ამ ეტაპზე, ჩვენთნ 4 პაციენტი იმყოფება, ზოგადი მდგომარეობა ყველასთან დამაკმაყოფილებელია. ერთ პაციენტთან თვალის და თვალბუდის ტრავმა იყო და გადაყვანილია თბილისში, დინამიკაში ვატარებთ კვლევებს, საჭიროების შემთხვევაში გაეწევათ დახმარება, – ამბობს კლინიკის ექიმი.

გარდაცვლილების ოჯახის წევრების მოთხოვნაა, უმკაცრესად დაისაჯოს პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა.

გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.

ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა რომ ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. 21 წლის მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: tv pirveli

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “იმედი” ავრცელებს ტექსტს, რომელიც, მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ სავარაუდო თვითმკვლელობამდე დაწერა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • “თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა” – რას აცხადებენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში “მეტრონომთან”

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge