ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
„არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ძალებს მასპინძლობს და ირანზე თავდასხმების უფლებას აძლევს, ასევე აქტიურად უწყობს ხელს ამ ხოცვა-ჟლეტვას. ამ ქვეყნებმა პოზიციები დაუყოვნებლივ უნდა განმარტონ“, – წერს არაღჩი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი „დაბომბვების“ შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი.
როგორც „სიენენი“ ირანის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, ომის დაწყებიდან ირანში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.
