Saturday, August 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს – ავიაკატასტროფის ახალი დეტალები

December 27, 2024
აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს – ავიაკატასტროფის ახალი დეტალები

აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. იერიში მიწა ჰაერის ტიპის რაკეტით განხორციელდა. ინფორმაცია “ევრონიუსს” ექსკლუზიურად აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურებიდან წყარომ მიაწოდა.

გაირკვა, რომ ლაინერზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ რუსეთის ავიაციის წარმომადგენლებმა, პილოტის ავარიული დაშვების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და დაზიანებული თვითმფრინავი ყაზახეთის მიმართულებით გაუშვეს. ცნობილია, რომ თვითმფრინავის აფრენამდე ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, რუსი სამხედროები უკრაინული დრონებისგან თავდაცვით ოპერაციას აწარმოებდნენ.

დღეს დილით გასაჯაროვდა, პილოტისა და გროზნოში ავიაციის მართვის ოპერატორის საუბრის სტენოგრამა. გაირკვა, რომ ფრენის დროს პილოტს სანავიგაციო სისტემის სიგნალის შეფერხება ჰქონდა, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინული დრონების იერიშების საშიშროების გამო რუსი სამხედროები ახშობდნენ. როდესაც პილოტი გროზნოში დაშვებას ცდილობდა, მართვის პანელიდან “ჯიპიესის” სისტემა ითიშებოდა. დისპეჩერი კი ე.წ. “”რადარ კონტაქტს”” კარგავდა.

სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ თვითმფრინავის ზედაპირზე აღმოჩენილი დაზიანების კვალი “პანცერის””ტიპის რაკეტის აფეთქებითაა გამოწვეული. ირკვევა, რომ ნაურსკის რაიონში, სადაც პილოტმა აფეთქების ხმა გაიგონა, სამი რუსული სამხედრო ნაწილია განლაგებული. ტერიტორიაზე განთავსებულია საჰაერო თავდაცვის სისტემის საცეცხლე პოზიციებიც. ზუსტად აფეთქების მომენტში კი, რუსეთის ჩრდილოეთ კავკაზის ოლქში, მიმდინარეობდა უკრაინული დრონების მოგერიების ოპერაცია სახელწოდებით “კავიორი”. რაც რუსულმა სახელმწიფო მედიამ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაადასტურა.

“აზერბაიჯან ეარლაინსის” კუთვნილი ავიალაინერი ყაზახეთში აქათაუსთან ჩამოვარდა. ბორტზე, 67 მგზავრი იმყოფებოდა. 25 დეკემბერს თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოს მიმართულებით ასრულებდა რეისს. ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზებს შორის სახელდება, გადამფრენი ფრინველების გუნდთან შეჯახება და ნისლი, საერთაშორისო მედია კი წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

აზერბაიჯანში გლოვაა გამოცხადებული. ქვეყნის პრეზიდენტი მომხდარის ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა, ქართველი ხალხის სახელით დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თანაგრძნობა გამოუცხადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა – რა ხდება ადგილზე
  • “ეს ისტორიული შეთანხმებაა” – საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • ” განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ” – შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge