კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე კრიტიკული სახის პოსტს აქვეყნებს, თუმცა, არ აკონკრეტებს ვისზე აქვს საუბარი.
“ეს რა უბედურებაა ხალხო ენის მიტანა, ჩაშვება ,ადამიანების გაფუჭება?! თქვენი ინტერპრეტაციით ამბების შეთხზვა?! ეს მოკლედ რომ ვთქვა ბოდიში საზოგადოებასთან – ბოზობაა. ბოზი და ჩამშვები არავის უყვარს. არც იმას ვისთანაც დაძვრებით და მითომ უყვებით ამბებს, არასწორებო!!!
სიმართლე მოყევით ჯობია! დიდხანს მეგონა, რომ ადამიანს თუ პატივისცემით და თბილად მოვეპყრობოდი მიუხედავად ყველაფრისა, ის ამას იმსახურებდა თუ არა, მიხვდებოდა თავის ვირთხობებს, დანაშაულს და შეიცვლებოდა, მაგრამ შევცდი…
თურმე, სითბო და სიკეთე ყველასთან არ ჭრის, უფრო მეტიც, ზოგს უფრო აბოროტებს შენი ადამიანობა და გულისხმიერება.
თურმე მართალი ყოფილა:
მარგალიტების დაყრა ღორებისთვის არ შეიძლება და არც იმ ადამიანებთან დარჩენა შეიძლება და მეგობრობა, ვინც სარგებლობს შენი გულკეთილობით. აღარ ვაპირებ ასეთებთან ურთიერთობას.
ასეთ ხალხს არც კი ვიცნობდი და არც კი ვესალმებოდი, მაგრამ დრომ მოიტანა და იძულებული გამხადა.(და რაც მთავარია არა ჩემი ნებით) მაგრამ მივხვდი, რომ კაცმაცუნებთან ასეთი თბილი ურთიერთობა ეს უდიდესი შეცდომა იყო ჩემი მხრიდან.
გულკეთილ “დებილად “აღმიქვეს ზოგ-ზოგიერთმა ყვარვარეებმა ჩემი ასეთი ადამიანური დამოკიდებულებით მათდამი(მაგან რაუნდა გააკეთოს,მაგან რაიცის) დროზე კი მივხვდი და მიმახვედრეს. მეუბნებოდნენ, მაგრამ არ ვიჯერებდი. არასოდეს არუნდა გაუყადრო თავი მათ ვინც შენი ღირსი არაა. ღორი რამდენიც არუნდა აბანავო და ტყლაპოდან ამოიყვანო მაინც იქ უნდა ნაგავში. ხოდა, დარჩებით იქ მუდამ. მე ამას გპირდებით.
თქვენაირი კაცმაცუნების არავის ეშინია და მე მითუმეტეს, ეგ კინო ნანახი მაქვს თან მრავალსერიანი, მძაფრსიუჟეტიანი და თანაც გავლილი. რომელიც ცუდად მთავრდებოდა არაკაცებისათვის, მათი მომხრეებისა და მათვისაც ვინც ასე გაგაბლატავათ და გაბლატავებდათ.(თქვენი ბლატავი არგაიშვა ინტრიგანო იხვებო)
“ნუ მისცემთ წმინდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ”
მათეს სახარება. თავი 7,“- წერს დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.