Saturday, July 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მშვიდად უნდა იყოთ და არ გექნებათ პრობლემებიო” – რას აცხადებს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე?

December 18, 2024
“მშვიდად უნდა იყოთ და არ გექნებათ პრობლემებიო” – რას აცხადებს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე?

დაპატიმრებული ვეფხია კასრაძის ცოლი ელენე კროტენტო-კასრაძე აცხადებს, რომ მისი ქმრის დაკავების შემდეგ სახლში ჩხრეკაზე მივიდნენ, მას შემდეგ კი უთვალთვალებენ.

კასრაძის ცოლის თქმით, ჩხრეკიდან მეორე დღეს მის სახლთან და მისი ქმრის მანქანასთან რამდენიმე ადამიანი შეამჩნია, რომელიც მას აკვირდებოდა.

“მითხრეს ჩხრეკაზე ვართო. თქვენი მეუღლე დავაპატიმრეთო. გაოგნებული დავრჩი, რეაქცია მქონდა ალბათ არაადეკვატური, რისი გულისთვის [დააპატიმრეს] არ ვიცი. ჩხრეკა რომ ჩატარდა, რა უნდა ეპოვათ, არ ვიცი და მე ვუთხარი, ჩემი მეუღლე ცნობილი თამადაა და თუ გინდათ ჩადით სოფელში ნაირნაირი სასმისები მაქვს და ჩემი შვილის პლასტმასის პისტოლეტები, რაც გინდათ, ნახეთ-მეთქი. მე ვუთხარი, აღარ ღირს ჩემს ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ სად გინდა წახვიდე, ყველანი ხომ არ წავალთ ამ ქვეყნიდან-მეთქი და თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და არ გექნებათ პრობლემებიო, ასე ბრძანა ერთ-ერთმა უფროსმა, ვინც იყო.

რაც შეეხება თვალთვალს, როგორც კი დასრულდა ჩხრეკა, მეორე დღეს დილას უკვე შევატყვე და შევამჩნიე რამდენიმე პიროვნება, მესამე დღეს კიდევ უფრო მეტი, ლამის 7-8 კაცი, ჯიპი იდგა. არ ვიცი ძალით თუ არა, მაგრამ ისე იქცეოდნენ, რომ უნდა მიმხვდარიყავი. ჩემი მეუღლის მანქანასთან სულ მანქანა იდგა და რომ გამოვივლიდი, სულ მიყურებდნენ, ვატყობდი”- თქვა მან.

ვეფხია კასრაძის ცოლი ჩხრეკასა და თვალთვალს მის საქმიანობას უკავშირებს. ის არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დარღვევებზე აწვდიდა ინფორმაციას.

ვეფხია კასრაძეს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კასრაძემ გუშინ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცოლზე ძალადობაში მხილებულმა პოლიციის მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა
  • გურჯაანში ქვეითს მანქანა დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge