პოლიციელი, გიორგი გოგინაშვილი რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა, გენერალურ ინსპექციაში დაკითხვაზე დაიბარეს. მან უწყება უკვე დატოვა.
“გამოვედი, მშვიდობაა. მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია ჩემს გათავისუფლებაზე, გამომდინარე აქედან კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო ეს იყო მთავარი მიზეზი. გენ.ინპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება… მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს”, – წერს გიორგი გოგინაშვილი.
გოგინაშვილმა 3 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სამსახურიდან წავიდა.