სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მხრიდან.
“ეს ამბავი წინა კვირას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წინ მოხდა.
ჩვენთვის ვიდექით მშვიდად, ეს ქალი მოგვვარდა, დროშის დანახვაზე გაღიზიანდა და მერე ასე შუა თითების ჩვენება დაიწყო ჩვენი მისამართით.
ბავშვი ეხვეწება, წავიდეთო (ჩანს კადრებშიც) და ეს კიდე დგას და აი, ასეთ მაგინებელ ჟესტებს ასწავლის თავის შვილს. ასეთი ადამიანის შერაცხვა უნდათ ღირსეულ დედად, როგორც დღეს გავიგე…” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ მოქალაქის ვიდეო სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სწორედ ასე გამოიყურება ქართველი დედის ფენომენი.
„ამ დღეების მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა ქართველი დედის ჭეშმარიტ ფენომენზე. ეს ნახატი ყველაზე კარგად აღწერს რისი დაწერაც მინდოდა. ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისა და ბოროტისგან. და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!” – წერს ნინო წილოსანი.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ