ვატიკანის წარმომადგენელები სამებაში მივიდნენ და ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს – სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; ასევე, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
“კათოლიკური ეკლესიის სახელით მინდა გამოვხატო სამძიმარი მართლმადიდებელი ეკლესიის, ყველა ქართველის მიმართ. დღეს ვიყავით სხვადასხვა კონფესიებთან ერთად აქ, ეს კარგი ნიშანი იყო, რადგან ასე ჩვენ გამოვხატეთ, რომ პატრიარქი ყველა კონფესიის მიმართ ყურადღებიანი იყო. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მისთვის ვილოცოთ” – განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
