აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში, სკოლაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის თავდამსხმელი, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა.
მედისონში მდებარე ერთ-ერთი სკოლიდან პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დილის 10:57 საათზე მიიღო.
ამასთან, მედისონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.
სკოლაში, სადაც შემთხვევა მოხდა, 390-მდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის არიან როგორც საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, ისე უფროსკლასელები.