უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ჩემი შვილის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა…” – გვარამია

November 27, 2019
“თავისუფლება ჟორიკას!!! –  იარაღის ჩადების ფაქტზე ბრალს უყენებენ კიდევ ერთ პოლიტპატიმარს” – გვარამია
Share on FacebookShare on Twitter

“ჩემს შიშებზე უნდა დავწერო.

მშიშარა არ ვარ, ბევრმა იცის, ალბათ. უფრო მეტი, ალბათ, მიხვდა. მაინცდამაინც, არც არასდროს ვყოფილვარ, პრინციპში. უბრალოდ, სადღაც 2015დან, რაც სიკვდილის შიში დავძლიე, საერთოდ დამავიწყდა, შიში რას ნიშნავს.

ავიაბილეთები

ჩემი შვილის თვალთავლის ვიდეო რაც ვნახე, “პაატას თავივით” ყუთით რომ გამომიგზავნეს, შიში დაბრუნდა. შიში არა საკუთარი თავის გამო, არამედ მათ გამო, ვინც საკუთარ თავს მირჩევნია და ვისი დაცვის ყველაზე დიდი ვალდებულება მაქვს ამ ქვეყნად. ვისი გაუმართლებელი და მუდმივი და უმართავი რისკის ქვეშ დატოვება არაფერში არ წერია, რაც ჩემს ფასეულობების სისტემას ქმნის და ვერც საღი აზრის ტესტს უმკლავდება.

ფორმალურად, ლეგიტიმურია თუ არა ეს მასალები, მეასეხარისხოვანია, – ტყუილად, უფრო მეტიც, აფიშირებულად ტყუილად უთვალთვალებდნენ ჩემს პატარებს. მათ შორის, სასურველი ფაქტის დადგენის შემდეგაც. კიდევ მეტი, აფიშირებულად გამაგებინეს, რომ აკონტროლებდნენ მათ გადაადგილებას (ეს უკვე მეორედ გამაგებინეს. პირველად, შანტაჟის დროს, რ2ში რომ ვიყავი).

არა და:

? ერთი შეკითხვა და ერთი პასუხიც საკმარისი იყო – არც კი დასმულა;

? ეს მანქანა ჩემს საცხოვრებელ ეზოში იყო მუდმივად დაპარკინგებული და ერთი ჩაჯდომა, ჰა – სამი, და ამდენივე გადმოჯდომა გადაღებულიყო, სრულიად საკმარისი იყო იგივე შედეგის მისაღწევად. მაგრამ არა – სწორედ მარშრუტების და გადაადგილებების შემაშინებელი, და, ბოდიში და, ცოლის საჯდომზე კადრების “გაკრუპნებების” დამცინავი ვიდეოები იყო საჭირო;

? არც ერთხელ არ მიცდია ამ მანქანის ჩემი ოჯახის მიერ ფლობის ან დამალვა, ან მანქანის გადამალვა, ან დაბრუნება და კვალის სრულიდ წაშლა. კადრები რუსთავი 2დან წამოსვლიდან კარგა ხნის შემდეგაა გადაღებული, ხოლო მანქანა დავაბრუნე მას შემდეგ, რაც კონტრაქტის პირობები ვერ დავიცავი და მივხვდი, რომ ვერ გამოვისყიდიდი.

? ვიდეო ჯარიმები, რაც იგივეს ადასტურებს და არის კიდევაც საქმეში.

მაგრამ არა – უნდა მენახა, როგორ აგროვებენ დოსიეს ჩემი შვილების გადაადგილებაზე და მარშრუტებზე. ამიტომ, “ლეგიტიმურობა” (თუ ქართულ სასამართლოს საერთოდ დარჩა უნარი ამგვარი რამ შესძინოს ნებისმიერ ნაბეჭდ ტექსტს) და მათი ჩემთვის გამოგზავნა, პირიქით, განსაკუთრებულ ცინიზმს სძენს ამ ყველაფერს.

შვილების უსაფრთხოების შიშის თანმხლებად, ცხოვრებაში პირველად, გამიჩნდა შიში, არ დავიწყო ფიქრი იმაზე, რომ ვავნო სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მაგალითად, პროკურორ ზვიად გუბელაძის, ვინც ამ კაციჭამიობის შესასრულებლად გაისარჯა და სასამართლოში სისტემატურად შექონდა თვალთვალის არა მარტო დაწყების, არამედ გაგრძელების პერვერსიული მოთხოვნები. მაგალითად, მოსამართლეების გიორგი კერატიშვილის და ეკატერინე კულულაშვილის, ვინც ყოველგვარი შეკითხვების და რევიზიის გარეშე, ჩემს მცირეწლოვან შვილებს სისტემატურად უშვებდნენ ინკვიზიციაში.

აი, ივანიშვილის განადგურების სურვილი კი, არც ახლა გამჩენია, ამ სურვილის არც მეშინია და არც მრცხვენია. პირიქით, ვამაყობ, ჩემი სამშობოლოს მთავარი მტერი რომ ასე უკანმოუხედავად და უაპელაციოდ მძულს. არც დავღლილვარ და არც დავიღლები მისი განადგურების საქმეში და, არც თავმდაბლობას ვაპირებ – 3 ადამიანიც არ ვიცი ქვეყანაში, ამ საქმეში ჩემზე მეტი გაეკეთებინოს ან შეეძლოს, გააკეთოს. 3 ადამიანიც არ ვიცი ამ ქვეყანაში, ამ წლების განმავლობაში, ჩემსავით შეძლებოდა მისი არაერთგზის დამარცხება შიშველი ხელებით, მხურვალე გულით, მართალი სიტყვით და, ხშირად მცდარი, მგრამ გულწრფელი ქცევებით. ხო, და თან ცალი ფეხით მუდმივად ციხეში.

მაგრამ ამ წყეულმა “ივანიშვილის განადგურებამ”, ამასობაში, პირველად დაიწყო ფიზიკური განადგურების კონტურების შეძენა. შანტაჟის დროსაც არ ვყოფილვარ ამ კონდიციასთან ახლოსაც კი. ამ შეგრძნების მეშინია თუ არა, არ ვიცი, ჯერ ვერ ვაცნობიერებ, მაგრამ დანამდვილებით მრცხვენია მისი, მიჭირს საკუთარი თავისთვის მისი პატიება და ძალიან მაკნინებს საკუთარ თვალში იმის გააზრება, რომ ამგვარი რამის დაშვებას ეგრევე არ ბლოკავს ჩემი მორალი. ამ მხრივ, ვერც ვერაფერს ვცვლი და ვხვდები, რომ დიდი ალბათობით, ამას ვერც ვერასდროს მოვერევი. და მართლა მეშინია, რომ გუშინდელი დღიდან ცხოვრების მთავარ მიზნად მექცა, ამ მანიაკ კაციჭამიას თუნდაც ღრმა სიბერეშიც კი ამოვხადო სული.

მხოლოდ ერთი რამე ვიცი დაზუსტებით – ივანიშვილის შვილებზე ჩემი ეს საზარელი (ჩემთვისვე) შეგრძნებები არასდროს გავრცელდება. არასდროს. ეს სრულიად გამორიცხულია და ამას ინტელექტუალურად კი არ ვასკვნი მხოლოდ, ემოციურადაც უზუსტესად ვგრძნობ. მეტსაც გეტყვით, საჭირო რომ გახდეს (არ გახდება, ცხადია), მაგალითად, იმ უსაყვარლესი თეთრი პატარა ბიჭისთვის ნასროლ ტყვიას გადავეფარო, უყოყმანოდ ეგრე ვიზამ. ვიზამ ისე, რომ წამის მეათედი ფიქრიც არ დამჭირდება, ინსტინქტის დონეზე. არც კი გამახსენდება, ვისი შვილია. რომც გამახსენდეს – არაფერი შეიცვლება.

რომ დავაჯამო: ჩემი ოჯახი რომ მუდმივი ეზისტენციალური რისკის ქვეშაა ივანიშვილის მხრიდან, ისე, როგორც ალბათ არც ერთი ოჯახი ამ ქვეყანაში, ეს ისედაც სულ ვიცი. ეს არა ერთადერთი, მაგრამ, უმთავრესი მიზეზი ნამდვილდ იყო მათი ამერიკაში დროებით წასვლის. რაღაც ეტაპზე, ეს შეუძლებელი გახდა (ვეღარც ემოციურად გავქაჩეთ და ვეღარც ფინანსურად) და ისევ დაბრუნდნენ. სულ ვიცითქო, კი ვამბობ, მაგრამ გუშინ კაფანდარა ქექე რომ დავინახე ვიდეოზე, ეს შიში პირველად მატერიალიზდა ასე ცხადად. და უარესი – ზუსტად მივხვდი, რა გზავნილიც იყო ეს “პაატას თავი” (მე ჯერ ივანიშვილის გზავნილის ზუსტად გაგება არასდროს შემშლია) – ეს არ არის შენი შიშების მატერიალიზაციის დასასრული, უარესს ელოდე, – აი, ეს მითხრეს. უკვე მეორედ და უკვე უფრო ცხადად.

დიახ, “უარესს ელოდე”, – მითხრა ივანიშვილმა ჩემს ბავშვებზე. ვიზეც და რაზეც არ უნდა ეთქვა (და უთქვამს), მხოლოდ ანალიტიკურ მასალად გამოვიყენებდი ამ გზავნილს, დასკვნის გასაკეთებლად, რითი შევაშინე ამჯერად და როგორ შევაშინო კიდევ უფრო მეტად. ახლა კი ასე ვერ და არ მოვიქცევი. ჩემი შვილები უნდა დავიცვა, დავიცვა, როგორც მამამ, ადამიანმა და მათ წინაშე ყველაზე უფრო ვალდებულმა, ეს გავაკეთო. უფრო ზუსტად კი, ჩემი შვილები უნდა გადავარჩინო. ამ ქვეყანაში კი ეს შესაძლებელი ნამდვილდ არ არის.

უდიდესი ბოდიში, აი, ყველაზე დიდი, რაც შემიძლია, რომ მოვიხდო. მაგრამ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები: ვერც იმ საზოგადეობის იმედი მექნება, ვისაც ჩემი შვილების უსაფრთხოების დარდი კი არა, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი სამშობლოს ღირსების და დამოუიდებლობისთვის ბრძოლაში ვერ გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელოდ. მაპატიეთ, არაფრით არ გჯობივართ, მეც ერთერთი თქვენთაგანი ვარ. უბრალოდ, ახლა მამა ლაპარაკობს საკუთარ შვილებზე.

ps როგორ, სად და რანაირად, მოგვიანებით დავწერ. მანამდე, ძალიან გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ შეკითხვებით. თანაც, არც პასუხები მაქვს ამ ეტაპზე და არც ლაპარაკის თავი. მაპატიეთ.

pps პროკურატურას და სასამართლოს მივმართავ: მართლმსაჯულებისგან გადამალვას და გაქცვას ნამდვილდ არ ვაპირებ. სასამართლოშიც მოვალ. ციხეშიც ჩავჯდები. ივანიშვილსაც გავანადგურებ.”, – წერს ნიკა გვარამია სოც.ქსელში

 268 ნახვა

თეგები: gvaramiaნიკა გვარამია

სხვა ამბები

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო
საზოგადოება

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

March 29, 2023
“ჰო, ზოგი ცხიმიანითაც არ იკვებება, მარხვაზე ვარო, მაგრამ ადამიანის სიკვდილს ნატრობს…” – რას წერს პეტრე კოლხი
საზოგადოება

“ეს უფრო მოგვეკითხება, ამის გამო უფრო ვაგებთ პასუხს…” – რას წერს პეტრე კოლხი

March 29, 2023
“ღმერთო, ამას რას ვეღირსე, იმედის ტელევიზია მელიას იცავს” – რას წერს დომენიკ მანგო
საზოგადოება

„2 დღეა ხალხს ვეხვეწები, მგლოვიარე დედა შეიწყალეთ-მეთქი… “ – რას წერს დომენიკ მანგო

March 29, 2023
„საშინელი ბულინგის ქვეშ ვარ… ,, ბებერი ბო@იო” …გავბრაზდი ბებერზე – ხათუნა ხოფერია
საზოგადოება

“დაოკდით! ჭკუას მოეგეთ! თორემ, ცოტაღა დარჩა და თქვენც მიშასავით თხლეს გადაყვებით!” – ვის ემუქრება ხათუნა ხოფერია

March 29, 2023
🎥ნორვეგიელი ქომაგი საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა მსვლელობას შეუერთდა
საზოგადოება

🎥ნორვეგიელი ქომაგი საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა მსვლელობას შეუერთდა

March 28, 2023
“ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს…” – ბატუტზე დაშავებული მოზარდი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს
საზოგადოება

“ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს…” – ბატუტზე დაშავებული მოზარდი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს

March 28, 2023
შემდეგი ამბავი
საქართველოში მეტეორი ჩამოვარდა

საქართველოში მეტეორი ჩამოვარდა

მამუკა ბახტაძე ტყუპის მამა გახდა

მამუკა ბახტაძე ტყუპის მამა გახდა

პოპულარული

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე
საზოგადოება

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

5 hours ago
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

5 hours ago
🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო
საზოგადოება

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

5 hours ago
🎥”რუსული საერთოდ არ იცის და ეს სიტყვა იმდენად მოულოდნელად მოიტანა” – შუშანა ბებოს ძალიან სახალისო ვიდეო
საზოგადოება

🎥”რუსული საერთოდ არ იცის და ეს სიტყვა იმდენად მოულოდნელად მოიტანა” – შუშანა ბებოს ძალიან სახალისო ვიდეო

6 hours ago
📸ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი კვარას ბათუმურ ფოტოს აქვეყნებს
საზოგადოება

📸ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი კვარას ბათუმურ ფოტოს აქვეყნებს

6 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

March 29, 2023
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

March 29, 2023
🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

March 29, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი