თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. უმძიმესი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად დამნაშავემ გაავრცელა. ვიდეოში ის ჰყვებოდა გარემოებებს, რის გამოც ჩაიდინა მკვლელობა.
მოკლულია 49 წლის ნინო ხოჭოლავა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე და სსკ-ის 109-ე მუხლებით დაიწყო.