Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

November 21, 2025
პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

პროევროპულ აქციაზე დაკავებული , რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე საუბრობს.

„გიორგი მამარდაშვილს ტაშს ჯერ კიდევ როდის ვუკრავდი იცით ტრიბუნიდან? მაშინ, როდესაც თითქმის არავინ იცოდა მასზე, დინამო თბილისმაც რომ გაუშვა გუნდიდან, სულ მთლად ბავშვი, და რუსთავის კარში იდგა მეორე ლიგაში.
ჯერ კიდევ წინ იყო ლოკომოტივში გადასვლა, კრანადასთან საოცრებები და ესპანეთიდან ინტერესი.

ეს შეიძლება დაგავიწყდა, გიო, მაგრამ მე გუშინდელი დღესავით მახსოვს თელავთან წაგებული საპლეიოფო მატჩები, უმაღლეს ლიგაში შემოსასვლელად. ანუ ყველაზე დიდი დაცემის და იმედგაცრუების დროს ვიდექი ჩემი გუნდის გვერდით.

ხვიჩა კვარაცხელიასაც მაშინ ვუკრავდი ტაშს — 2018 წელს, რუსთავი რომ ძლივს გადარჩა გავარდნას და მაგის ფანკლუბში მყოფი მე, საქართველოს ყველა ქალაქის სტადიონიდან ვუყურებდი რუსთავში მოთამაშე 17 თუ 18 წლის ხვიჩას თამაშებს (ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, თურმე იმ პერიოდში ფეისბუკზე შემთხვევით დამისინია ხვიჩას, და ამის გამო ხომ არ გვემართება ეს ყველაფერი ნეტა ).
ავტოსტოპებით დავდიოდით ხოლმე ხან ფოთში, ხან მარტვილში, ხან საჩხერეში მატჩების სანახავად. იმ დროს ვინ იცოდა, რას მიაღწევდა კვარა, მაგრამ მე მაშინვე მიყვარდა და ვგულშემატკივრობდი.

ოთარ ადეიშვილი, თუ არ ვცდები, 2015 ან 2014 წელს წავიდა რუსთავიდან დინამოში, და სკოლაში მყოფი მე იმ პერიოდიდან ვქომაგობდი. სკოლის მერე მივდიოდი სტადიონზე მისი თამაშების სანახავად.
ანუ სანამ ცნობილები გახდებოდით და სანამ რამეს მიაღწევდით, იქამდეც მიყვარდით და ტაშს გიკრავდით,ბიჭებო. ამიტომ დიდი უმადურობაა, მომაძახო გასაჭირში გტოვებო,მაგრამ მიყვარდით იქამდე, სანამ თქვენ თავად დატოვებდით ამ გასაჭირს და პილატესავით ხელებს არ დაიბანდით.
საქართველოს თქვენი უბრალო ერთი პოსტი, ერთი კომენტარი, ერთი განცხადება სჭირდებოდა.

ახლა აღარ მიყვარხართ იმის გამო კი არა, რომ ბულგარეთთან წააგეთ ან თურქეთმა დიდი ანგარიშით მოგიგოთ —
ბევრად უარესი შედეგების მქონე ნაკრებისა თუ გუნდის ფეხბურთელები მყვარებია —
არამედ იმიტომ, რომ თქვენ გოლის გატანა, ბურთის გაგორება და ამაში აღებული პრემიები საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარ ქვეყანაზე წინ დააყენეთ. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, გულშემატკივრები კი რჩებიან!
P.S. — 2024 წლის 15 აპრილს კინაღამ
მოვკვდი ნერვიულობისგან, გერმანიაში წასასვლელი ბილეთის აღება რომ ვერ მოვასწარი. ბილეთის, რომლისთვისაც ფულის მოსაგროვებლად ჩემი საყვარელი წიგნები გავყიდე და დამატებით ჭურჭლის მრეცხავადაც ვმუშაობდი.
ორი კვირის შემდეგ პირიქით, მადლობას ვამბობდი, ორი კვირით ადრე ბილეთის ყიდვა რომ ვერ მოვასწარი იმისთვის, ვინაიდან მე იმ ფეხბურთელებს ტაშს ვეღარ დავუკრავ, ვინც ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა და, როცა მთავრობის მოგზავნილი ნიღბიანი მხეცები ქუჩაში ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ, ხმა არ ამოიღო.
21.11.2025“ — წერს რეზო კიკნაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს” – თინა ბოკუჩავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge