საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაურია, აქციის მონაწილეებმა პერფორმანსის სახით, ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვეს.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე სპეცდანიშნულების რაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა – შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები.