ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია – საპროტესტო აქციის მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები ამოიცნეს.
მოქალაქეებმა, სავარაუდოდ, სუს-ის წარმომადგენლების იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა. სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლების აღმოჩენის შემდეგ, ევროპული მომავლის მცველებმა ლილუაშვილის უწყების წარმომადგენლებს ტერიტორია დაატოვებინეს.