Monday, September 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

November 28, 2024
“სპეცრაზმი მზად არიან გადავიდნენ მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს”– პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

 მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

“მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდე რაღაცა არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს, რომ ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, რაც ხდება, მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ხალხის და საზოგადოების მოთხოვნა – ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, ეს არის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ვიბრძვით” -განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, “დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო რამოდენიმე თვეა, თუ მეტი არა ევროპიდან რუსეთისკენ.

“ყველა, ვისაც ჰქონდა ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს, დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი,  საკუთარ ხალს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენ მომავალს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ” განაცხადა პრეზიდენტმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ჩანიშნა.

ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ “ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • ისრაელის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge