Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ვის რამდენი ემატება?

November 27, 2024
პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ვის რამდენი ემატება?

ასაკობრივი პენსია მომავალ წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული.

პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება – ვის რამდენი ემატება

კერძოდ, როგორც პროგრამაშია აღნიშნული, 1 იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, პროგრამის თანახმად, 1-ლი იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია მიაღწევს 420 ლარს.

„ამასთან, მომავალი წლების განმავლობაში დაგეგმილია ინდექსაციის მიღმა, ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, პენსიის დამატებით გაზრდა და საპენსიო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რათა სოციალურმა სისტემამ უფრო ეფექტიანად უპასუხოს სოციალურ გამოწვევებს.

გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის/„სოციალური პაკეტის“ მიმღებთათვის დანამატის დაფინანსება პენსიის/„სოციალური პაკეტის“ 20 პროცენტის ოდენობით, ასევე დანამატების დაფინანსება სამედიცინო პერსონალისთვის: ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს) აუნაზღაურდებათ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის (არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ/სთ-ისა) ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტი,“ – აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ასევე იყო გათვალისწინებული პენსიის ზრდა 2025 წლის იამვრიდან, თუმცა შედარებით მცირე ოდენობით. მაგალითისთვის, ბოუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაში 70 წლამდე ასაკობობრივი კატეგორიისთვის პენსიის 20 ლარით, 335 ლარამდე გაზრდა იყო ჩადებული.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტში გაწერილი იყო, რომ 1-ლი იანვრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 400 ლარს მიიღებდნენ.

რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდებოდა 35 ლარით 450 ლარამდე; ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს უტოლდებოდა.

თუმცა, ის რომ პენსია იანვრიდან უფრო მეტად გაიზრდებოდა ვიდრე, ბიუჯეტის პროექტში იყო გაწერილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში განაცხადა.

წყარო: bpn.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს – 27 წლის ქართველს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
  • ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დეტალებია ხდება ცნობილი მერაბ ჯანგველაძეზე
  • ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – არიან დაშავებულები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge