რეალური მოტივაცია იყო მისი ის რომ მან მიიღო პირადად ეს გადაწყვეტილება, რომ უნდოდა საქმის გაგრძელება სხვა სამსახურში, კერძოდ კერძო სექტორში, – ამბობს ნოდარ ბიკერია და ლიკა ძაძამიეს საკრებულოდან წასვლას ეხმაურება.
ბოკერიამ ასევე აღნიშნა რომ, მიუხედავად წარსულში დაშვებული შეცდომებისა, ლუკამ ყველაფერი აღიარა, განმარტება გააკეთა და საბოლოოდ დადგა ისტორიის სწორ მხარეს.
“რეალური მოტივაცია იყო მისი ის რომ მან მიიღო პირადად ეს გადაწყვეტილება, რომ უნდოდა საქმის გაგრძელება სხვა სამსახურში, კერძოდ კერძო სექტორში. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს იმხელა ნდობა აქვთ მმართველი გუნდის ლიდერების მიმართ, რომ რა თქმა უნდა, პრეტენზია არ ჰქონიათ. ადამიანები რა თქმა უნდა უშვებენ გარკვეულ შეცდომებს ცხოვრებაში, თუმცა მთავარია, რომ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა, აღიარა, განმარტება გააკეთა და საბოლოოდ დადგა ისტორიის სწორ მხარეს” – თქვა ქართული ოცნების წევრმა ნოდარ ბოკერიამ ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებაზე.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა. როგორც მოგვიანებით მან განაცხადა, ის რჩება “ქართული ოცნების” მხარდამჭერად.
