Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხელფასი 500 ლარი მაქვს,ამიტომ მეორე სამსახურს ვეძებ…სოფელში მიწას ვყიდი”- როგორია თედო ბექაურის ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ?

November 22, 2024
“ხელფასი 500 ლარი მაქვს,ამიტომ მეორე სამსახურს ვეძებ…სოფელში მიწას ვყიდი”- როგორია თედო ბექაურის ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ?

xr:d:DAF2gK61zog:2,j:5824691985378037046,t:23120916

ახ­ლა­ხან, მსა­ხი­ო­ბის – თედო ბე­ქა­უ­რის ოჯა­ხი კი­დევ 1 წევ­რით გა­ი­ზარ­და. პა­ტა­რა და­ნი­ე­ლი ჯერ მხო­ლოდ 3 კვი­რი­საა. რო­გორც თე­დომ გვი­თხრა, უფ­როს­მა შვილ­მა – დე­მეტ­რემ მა­მო­ბა ას­წავ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე შვი­ლის და­ბა­დე­ბას უფრო ძლი­ე­რი ემო­ცი­ით შეხ­ვდა…

– რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მე­ო­რე შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ?

– ისევ ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რიტ­მი მაქვს. უბ­რა­ლოდ, უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­კის­რია. მე­ო­რე შვილ­მა მეტი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თან, ახლა მე მყავს და­ტო­ვე­ბუ­ლი (იღი­მის)… რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე შვი­ლის სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა­ში გან­სხვა­ვე­ბა არის, მაგ­რამ შვი­ლი შვი­ლია – ორი­ვე ერ­თნა­ი­რად ძლი­ე­რად მიყ­ვარს. პირ­ვე­ლი შვი­ლის შე­ძე­ნის მო­ლო­დი­ნი­სას, ჯერ არ ვი­ცო­დი, მა­მო­ბა რა იყო. უფ­როს­მა შვილ­მა მა­მო­ბა მას­წავ­ლა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­კუ­თა­რი თავი მა­პოვ­ნი­ნა და მშობ­ლე­ბის ამა­გი უფრო მე­ტად და­ვა­ფა­სე.

– თქვე­ნი ოჯა­ხის ახალ წევ­რზე მოგ­ვი­ყე­ვით – რო­გო­რი ბავ­შვია?

– და­ნი­ე­ლი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭია. რაც მთა­ვა­რია, ტი­რი­ლი არ უყ­ვარს. რა თქმა უნდა, თუ მო­შივ­დე­ბა, ტი­რის (იღი­მის)…

– და­ნი­ე­ლის ასაკ­ში უფ­რო­სი შვი­ლი რო­გო­რი იყო?

– სა­ერ­თოდ, ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგვა­ნან – გა­რეგ­ნო­ბი­თაც, ხა­სი­ა­თი­თაც… ჯერ­ჯე­რო­ბით, ასეა. ვნა­ხოთ, მო­მა­ვალ­ში რო­გორ იქ­ნე­ბა.

– ბავ­შვე­ბის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვენ და თქვე­ნი მე­უღ­ლე რო­გორ “თა­ნამ­შრომ­ლობთ”?

– ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით. რო­მელ ჩვენ­გან­საც გვცა­ლია, შვი­ლებ­საც ის უვ­ლის. შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში ორი­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, უფრო მე­ტად – მე­უღ­ლე, რად­გან თა­ვად ძი­რი­თა­დად, სულ ში­ნი­დან გა­სუ­ლი ვარ.

– ოჯა­ხის ახალ წევ­რს თქვე­ნი 3 წლის დე­მეტ­რე რო­გორ შეხ­ვდა?

– სხვა­თა შო­რის – კარ­გად. უვ­ლის, ეფე­რე­ბა… ძა­ლი­ან უყ­ვარს და უხა­რია, რომ ძმა ჰყავს. ითხოვს, ხელ­ში ამაყ­ვა­ნი­ნე­თო…

– რა სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა გი­წევთ, რო­გორც მა­მას?

– გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. მთა­ვა­რია, მშო­ბე­ლი კარ­გი იყოს და ბავ­შვიც კარ­გი გა­იზ­რდე­ბა. პა­ტა­რას ისე­თი გა­რე­მო უნდა შე­ვუქ­მნათ, რომ თა­ვა­დაც კარ­გი იყოს – ასე ვფიქ­რობ, თუმ­ცა ეს სა­კი­თხიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

– თქვენ­თვის ის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი რა არის, რაც გსურთ, შვი­ლებს გა­უ­ზი­ა­როთ?

– უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ღმერ­თის შიში და სიყ­ვა­რუ­ლი, ოჯა­ხის, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი…

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მი­წის ნაკ­ვე­თის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ. ამის სა­ჭი­რო­ე­ბა რა­ტომ დად­გა და მო­აგ­ვა­რეთ თუ არა ეს სა­კი­თხი?

– ჯერ არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა… თბი­ლის­ში ქი­რით ვცხოვ­რობ. შე­სა­ბა­მი­სად, რაკი აქ ვმუ­შა­ობ, მინ­და, სახ­ლი აქ ვი­ყი­დო. მი­წის ნაკ­ვეთს ამი­ტომ ვყი­დი.

– გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­გი­ჭირ­დათ?

– რა თქმა უნდა, გა­მი­ჭირ­და. მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ჭი­როა, მით უმე­ტეს – სო­ფელ­ში. რაც მაქვს, იმის ნა­ხე­ვარს ვყი­დი. იქ სახ­ლის აშე­ნე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ვერ გა­მო­მი­ვი­და, რად­გან თბი­ლის­ში სახ­ლი არ მაქვს, სოფ­ლი­დან თბი­ლის­ში, სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლიც რთუ­ლია, მით უმე­ტეს – ზამ­თარ­ში…

წყარო:inews.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლიციამ მსვლელობის კიდევ 2 მონაწილე დააკავა – დღევანდელ აქციაზე სულ 3 პირია დაკავებული
  • რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე – ვალუტის კურსი
  • 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge