ვერძი
შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი, მემკვიდრეობა ან სადაზღვევო თანხა მიიღოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მომდევნო 24 საათში შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს. გირჩევთ სპორტდარბაზში წახვიდეთ და ძალისმიერი ვარჯიშებით დაკავდეთ.
კურო
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მალე საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება. შეეცადეთ საკუთარი ხასიათი აკონტროლოთ. მოერიდეთ კოლეგის საჯაროდ გაკრიტიკებას, თუ არ გინდათ, რომ მტერი გაიჩინოთ. არახელსაყრელი დროა შოპინგისთვის – შეძენილი ნივთები უხარისხო აღმოჩნდება და იმედებს გაგიცრუებთ.
ტყუპები
მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ – ვარსკვლავების განლაგება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი იწყება! იღბალი ახლა თქვენს მხარესაა, ამიტომ ეცადეთ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. ფინანსურ სფეროში ვარსკვლავები გირჩევენ, ისწავლოთ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა და ნაჩქარევ შესყიდვებს მოერიდოთ.
კირჩხიბი
ეს დღე წარმატებულია ახალი სამსახურის ძებნისთვისაც. შესაძლოა, საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც სწორი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. დღეს თავს ენერგიულად გრძნობთ და ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთებას ცდილობთ, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ.
ლომი
მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის, სასიყვარულოც. ამ დღეს ახლობლების გაოცებას შეძლებთ. ირგვლივ მყოფებს თქვენი ოპტიმიზმი და კეთილგანწყობა მოსწონთ. ზოგიერთს თქვენთან დაახლოებაც კი მოუნდება. უარი არ თქვათ დამატებით შემოსავალზე, რომელსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებენ.
ქალწული
ეს დღე იდეალურია რომანტიკული შეხვედრებისა და ცხოვრების თანამგზავრის პოვნისთვის. გარკვეულმა გარემოებებმა შესაძლოა, ოჯახური ურთიერთობები სხვა მხრიდან დაგანახვოთ. თუ აქამდე დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი კარგადაა, ახლა შესაძლოა ეჭვის საბაბიც იპოვოთ.
სასწორი
თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, ეს დრო შესანიშნავია ამ საკითხზე მუშაობისთვის. პარტნიორის პროვოცირებას ნუ ეცდებით და წვრილმანების გამო სკანდალს ნუ ატეხთ. ახალგაზრდა ოჯახს სიმტკიცის გამოცდა ელის, მაგრამ ჩხუბის მიზეზი თქვენ ნუ გახდებით!
მორიელი
ნუ დაშორდებით პარტნიორს მხოლოდ იმის გამო, რომ ურთიერთობაში სიახლე და რომანტიკა გაქრა. დაუფიქრებლად თქმულმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გაამწვავოს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გახსოვდეთ, რომ ოჯახის შიდა საქმეები გარეთ არ უნდა გაიტანოთ. მოულოდნელი შემოსავალი, საჩუქარი ან მოგებიანი შეთავაზება გელით.
მშვილდოსანი
სასიყვარულო სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელთაა! ამ დღეს ოჯახის წევრების მიმართ მეტი მოთმინება და მზრუნველობა გამოიჩინოთ. ამჟამად მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
თხის რქა
ამ დღეს სამუშაო და საყოფაცხოვრებო საქმეები ცოტა მოითმენს. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ – მას თქვენი სიახლოვე აკლია. ინიციატივა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ვარსკვლავები სამსახურში წინსვლის გპირდებიან.
მერწყული
მოვლენებით დატვირთული დღის მიუხედავად, რომანტიკული ურთიერთობებისთვის დროს გამონახავთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, ნურავის უამბობთ პირადი ცხოვრების შესახებ, რათა ჭორების მიზეზი არავის მისცეთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა შეთანხმებების დადებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. ყურადღებით მოეკიდეთ სამუშაო შეთავაზებებს, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს შანსი მიზნის მიღწევისთვის. უსმინეთ საკუთარ სხეულს, რათა მიხვდეთ, ახლა დასვენება გჭირდებათ თუ მოძრაობა.
