ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელით ახლობლების იმ კატეგორიას მიმართავს, რომელიც “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს.
“ჩემს მეგობრებს მინდა ვკითხო, ვისაც ცოტა ჭკუა მოეკითხება და ხელისუფლების მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტია – “რას გავს ეს ოპოზიცია?!….”
კაი ბატონო, არ ვიკამათებ… მაგრამ, იქნებ ისიც გაიაზროთ, ხელისუფლების მხარდაჭერით თქვენ თვითონ რას დაემსგავსეთ…”- წერს გია ხუხაშვილი.