Monday, January 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თავისუფლება მათე დევიძეს!-მელიქიშვილის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

November 21, 2024
თავისუფლება მათე დევიძეს!-მელიქიშვილის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

თავისუფლება მათე დევიძეს! – მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ და 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციას თსუ-ს ეზოში შეკრებილი სტუდენტების ნაწილიც უერთდება. ისინი “ოცნების” ხელისუფლებას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მათე დევაძეს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, 48-საათიანი წინასწარი პატიმრობის ვადა დღეს, 21 ნოემბერს ამოეწურა. აქტივისტს წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მათე დევიძემ, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილზე გამართულ აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გლდანის რაიონში, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გზები იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი”- ბესიკ კალაძე
  • ჯანმრთელობის შენარჩუნება და წონის კონტროლი – 6 ჩვევა, რომელთა ჩამოყალიბებასაც დიეტოლოგები 2026 წლისთვის გვირჩევენ
  • “სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ” – ვოლსკი მეუფე იაკობს პასუხობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge