19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე იზოლატორში მშრალ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც დევიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იბრძოლოს „რეჟიმის წინააღმდეგ“.
“რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!
საქართველო გაიმარჯვებს”, – წერს ისაკო დევიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ისაკო დევიძეს, რომელიც საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დააკავა, საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.