უბედური შემთხვევა თბილისში – პარლამენტთან 9 აპრილის აქციების მონაწილე გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, გიორგი კერვალიშვილს გულის შეტევა დღეს, იმ დროს დაემართა, როცა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ერთი კვირაა პარლამენტთან ღამეს ათევენ და გაყალბებული არჩევნებს აპროტესტებენ. კერვალიშვილი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერიც იყო.
გარდაცვლილის ახლობლის თქმით, შეუძლოდ მყოფი მამაკაცის გადასარჩენად გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დანიშნულების ადგილზე მისასვლელად 30 წუთამდე დასჭირდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.
“ებრძოდა ამ ბორია ივანიშვილის სატანურ რეჟიმს. სამწუხაროდ, დღეს მოვედით, ნახევარ საათში უნდა დაგვეწყო და უცებ გარდაიცვალა. გულის შეტევა მოუვიდა. ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, შაქარი და დიაბეტი ჰქონდა. სასწრაფომ ვერ ოასწორ მოსვლა, დაიგვიანა და მე საყვედური ვუთხარი. 112-ის ოპერატორსაც გადავეცი. პატრული ცალკე რეკავდა, ჩვენ ცალკე ვრეკავდით და 25 წუთი მაინც დასჭირდა სასწრაფოს მოსვლას”, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.