Thursday, July 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თქვენ ხართ ევროპა! არასდროს დანებდეთ ამ გზაზე!”- იუკა კოპრამ აქციის მონაწილეებს მიმართა

November 11, 2024
“თქვენ ხართ ევროპა! არასდროს დანებდეთ ამ გზაზე!”- იუკა კოპრამ აქციის მონაწილეებს მიმართა

“თქვენ ხართ ევროპა! არასდროს დანებდეთ ამ გზაზე! გჯეროდეთ, თავისუფლება გაიმარჯვებს და დემოკრატია მოვა საქართველოში”, – ასე მიმართა ფინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, იუკა კოპრამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

“გამარჯობა საქართველო! მოგესალმებით ფინეთიდან. დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიას სჭირდება ხალხი. აქ ძალიან ბევრ ხალხს ვხედავ. ეს არ არის ჩემი პირველი ჩამოსვლა თბილისში. მე პირველად აქ 1978 წელს ვიყავი, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, როცა საბჭოთა მმართველობა იყო. როცა მე და ჩემი ოჯახი ჩამოვედით თბილისში, აქ, რუსთაველის გამზირზე, დემონსტრაციები იყო. ხალხი აპროტესტებდა საბჭოთა ენის კანონს. ქართველებმა შეძლეს, რომ საბჭოთა მთავრობას უკან დაახევინეს, რომ მას თავისი კანონი უკან წაეღო. თქვენ, ქართველებს, საპროტესტო აქციების კარგი ისტორია გაქვთ. თქვენ ყველაფერი გაქვთ, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დემოკრატია მოუტანოთ თქვენს ქვეყანას. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიისკენ ამ გზაზე, ევროპისკენ ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ. თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ყველანი ევროპა ვართ. არასდროს დანებდეთ ამ გზაზე. გჯეროდეთ თავისუფალი ევროპის! თავისუფლება გაიმარჯვებს და დემოკრატია მოვა საქართველოში” – განაცხადა ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი იუკა კოპრამ.

“ჩვენ ვართ ევროპა” – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ადგილზე თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებიც იმყოფებიან. ისინი მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია
  • “შეძელი მთელი საქართველოსათვის შეგეყვარებინა თავი”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge