რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მთავარი ლოზუნგია „ჩვენ ვართ ევროპა“ .
პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
მოქალაქეები არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
სავარაუდოდ მათთან ერთად დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მაღალჩინოსნები იდგებიან.