Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

November 9, 2024
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში შემოდგომაზე

ვერძი

ხელსაყრლი დროა სახლის დასუფთავებისა და ნივთების მოწესრიგებისთვის. ეცადეთ, სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმნათ, რომ საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ამ დღეს ზოგიერთ მათგანს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდება. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომლებსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კურო

დიდი ხანია ძველ მეგობრებს არ შეხვედრიხართ და იქნებ ეს შეცდომა გამოასწოროთ, მით უმეტეს, რომ მეგობრებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტე და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპები

ეცადეთ, მთელი დღე სახლის გარეთ გაატაროთ – ჰოროსკოპი ამ დღეს მნიშვნელოვან და სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებათ. დაეხმარეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. თანამშრომლობის შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოს უნარი, რომლითაც ამაყობთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

კირჩხიბი

ეცადეთ, ურთიერთობის დროს გულწრფელი და პირდაპირი იყოთ. მინიშნებებით საუბარი ან სანახევროდ თქმული სიმართლე საჭირო ინფორმაციის მიღებაში ვერ დაგეხმარებათ. ამ დღეს ბევრ ადამიანს შეხვდებით და უამრავ ინფორმაციას მოისმენთ. აქედან ერთ-ერთმა შეიძლება თქვენს მომავალზე გავლენა მოახდინოს.

ლომი

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს საქმე მშვიდად უნდა აკეთოთ, განსაკუთრებით თუ საქმე ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ამ დღეს ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია უთანხმოება. საბოლოოდ, სიყვარული და ნდობა წყენაზე და ეჭვიანობაზე ძლიერი აღმოჩნდება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ერიდეთ მგზავრობას და დაგეგმილი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანეთ.

ქალწული

ჰოროსკოპი ამბობს, რომ ამ დღეს უმჯობესია, მთელი დღე სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ. შეეცადეთ არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.

სასწორი

საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ერთმა უწყინარმა შენიშვნამ შეიძლება ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გააფუჭოს. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.

მორიელი

ამ დღეს შეხვდებით ძველ ნაცნობებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. თუ მათ საკუთარი პრობლემების შესახებ უამბობთ, შეიძლება სასარგებლო რჩევა და დახმარება მიიღოთ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, პრინციპულობა გამოიჩინოთ და არჩეული კურსიდან არ გადაუხვიოთ. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, შეიძლება ნებისმიერი სიმაღლე დაიპყროთ. თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, ხელმოკლე ადამიანებს დაეხმარეთ. უახლოეს ხანებში თავად დარწმუნდებით, რომ რასაც დათესავთ, იმას მოიმკით. ყურადღება მიაქციეთ უფროსი ნათესავების ჯანმრთელობას. სასურველია, ექიმთან პროფილაქტიკურ ვიზიტზე ჩაეწეროთ.

თხის რქა

შესანიშნავი დღეა ურთიერთობების გასარკვევად, მშვიდობის დასამყარებლად ან ახალი თანამოაზრეების საპოვნელად. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, სამაგიეროდ, შეგიძლიათ საკუთარ სიმართლეში ნებისმიერი ოპონენტი დაარწმუნოთ. იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მან შეიძლება თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მეგობრებთან ერთად ახალი ადგილების მონახულებისთვის. ახლად გაცნობილი ადამიანისგან დადებითი ემოციებით დაიმუხტებით და შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ. ნუ ეცდებით სხვა ადამიანებით მანიპულირებას, პატივი ეცით სხვების აზრს. წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ მხარდაჭერას ნუ დაელოდებით.

თევზები

საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა და სახლის მოწესრიგება დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა ეცადეთ, დასვენების და სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვისაც მოიცალოთ. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანებს რთულ სიტუაციებში – ეს თვითშეფასებას აგიმაღლებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა. როგორ გაგრძელდება და რით დასრულდება, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს
  • როდიდან გაიცემა ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა – ცვლილებები ბრძანებაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge