Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს იმ ღამესაა გადაღებული, როცა კომბსმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა” -ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები

November 9, 2024
“ეს იმ ღამესაა გადაღებული, როცა კომბსმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა” -ვრცელდება Diddy-სა და ჯენიფერ ლოპესის კამათის კადრები

რე­პერ P. Diddy-ს სკან­და­ლი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ამ­ჯე­რად მე­დია იმ სა­ღა­მოს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, რო­დე­საც რე­პერ­მა წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 13 წლის გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

კად­რებ­ში ჩანს, რომ მა­შინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, “დიდი” და ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი კა­მა­თო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყვი­ლის რო­მა­ნი 1999 წლი­დან 2001 წლამ­დე გაგ­რძელ­და. შემ­ზა­რა­ვი ეპი­ზო­დი კი რე­პე­რის ბრალ­დე­ბე­ბი­დან 2000 წლის აპ­რილ­ში, MTV-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე, ნიუ იორკში მოხ­და. ფო­ტო­ებს Daily Mail აქ­ვეყ­ნებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ სა­ღა­მოს, ჯეი ლო და “დიდი”, რე­პე­რის დას­თან ლინ­დას­თან, მე­ნე­ჯერ­თან ბენ­ნი მე­დი­ნას­თან, პრო­დი­უ­სერ დე­ი­მონ დეშ­თან, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნას­თან ერ­თად, ღა­მის კლუბ­ში წა­ვიდ­ნენ და ად­გი­ლე­ბი VIP ზო­ნა­ში და­ი­კა­ვეს.

იმ ღა­მეს გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლია ჯეი ლოსა და “დი­დის” კონ­ფლიქ­ტი. ინ­სა­ი­დე­რის თქმით, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტის მომსწრე გახ­და, ჩხუ­ბის შემ­დეგ წყვილ­მა წვე­უ­ლე­ბა თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ეპი­ზო­დი ღა­მის კლუ­ბის­გან მო­შო­რე­ბულ სახ­ლში მოხ­და, მაგ­რამ რის გამო იჩხუ­ბა იმ სა­ღა­მოს წყვილ­მა – უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ წყვი­ლი ერ­თად დარ­ჩა კი­დევ ხუთი თვე, სა­ბო­ლო­ოდ 2001 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­შორ­დნენ.

DailyMail.com-ის მიერ ნა­ნა­ხი ახა­ლი იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ამ­ტკი­ცებს, რომ კომბსი სა­ვა­რა­უ­დოდ, “აგ­რე­სი­უ­ლად და შეშ­ლი­ლი მზე­რით მი­უ­ახ­ლოვ­და” გო­გო­ნას, შემ­დეგ კი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

მსხვერ­პლი აცხა­დებს, რომ ის ასე­ვე გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა, ხოლო კომბსი და ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ქალი ამ პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. რე­პე­რი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. მისი ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მას ქალ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად არა­სო­დეს უძა­ლა­დია. ცნო­ბი­ლია, რომ სარ­ჩელ­ში და­სა­ხე­ლე­ბულ მოწ­მე­ებ­ში ჯეი ლო არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი.

ვრცლად

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy – Dirty Money) დააკავეს. ონ დიდი ქომბსის, იგივე puff Daddy-ის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მთელი ჰოლივუდი მოიცვა.

ამერიკელ რეპერს სექსუალურ ძალადობაში, რეკეტების მოწყობასა და პროსტიტუციაში ქალების იძულებით ჩართვაში ადანაშაულებენ.

გამოძიებამ გაჩხრიკა რეპერის საცხოვრებელი სახლი, სადაც წარსულში მასშტაბური წვეულებები ეწყობოდა და სადაც საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი სახეები – მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და მათ შორის პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წვეულების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, გამოძიების თქმით, ხდებოდა ყველა ის დანაშაული, რის გამოც დღეს Daddy დაკავებულია.

სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, ქალების იძულებით, პროსტიტუციაში ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა – ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge