ობიექტური შემფასებლის თვალით, „ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცესებს აგებს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლომ მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევის პროცედურა გამოტოვა, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო დაარწმუნებდა სარჩელის აბსურდულობაში.
„დღეს ამ განვლილი პერიოდით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, ობიექტური შემფასებლის თვალით, „ოცნება“ ამ პროცესებს აგებს. ძალიან სამწუხარო იყო ის ფაქტი, როდესაც სასამართლომ გამოტოვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მტკიცებულების გამოკვლევის პროცედურა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარეს მაინც ჰქონდა შესაძლებლობა, კითხვა-პასუხის რეჟიმი დაეთმო იმით, რომ წარედგინა თავისი მტკიცებულებები. მტკიცებულების გამოკვლევა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამას საზოგადოება უყურებს, საჯარო არის და ობიექტური შემფასებელი თავად ნახავდა, დარწმუნდებოდა კიდევ უფრო მეტად იმ აბსურდულობაში ამ კონკრეტული სარჩელის, რაც აქვთ მათ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული. დაველოდოთ პროცესებს, ჩემი შეფასებით, ვფიქრობ, რომ ალბათ ძალიან მალე გვეცოდინება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფარულავამ.
