“ეს ადამიანები ახლა დაარწმუნეს, ანდაც დააშინეს, ისე სხვანაირად რატომ გამოივლიდნენ ამხელა გზას?”- ამბობს მოქალაქე tv პირველის გადაცემის “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტში და აღნიშნავს, რომ სოფელი დიდიხანია ცარიელია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის თანახმად, სოფელ ასპარას მოსახლეობის 92%-მა ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა არც “ცესკოში” დაფიქსირებულ მონაცემებს არ ემთხვევა. როგორც სიუჟეტში ჩანს, სოფელში არავინ ცხოვრობს, “ცესკოს” ოფიციალური მონაცემების მიხედვით კი 25-მა ადამიანმა ხმა “ქართულ ოცნებას”, ხოლო 2-მა ოპოზიციას მისცა.
მწყემსი, რომელიც ნინოწმინდის 30-ე უბანში იმყოფებოდა აღნიშნავს, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლები ადგილზე მიკროავტობუსით მიიყვანეს, რამდენიმე მათგანმა ხმა ყველას ნაცვლადაც მისცა.
“სამარშუტო ტაქსით ჩამოვიდნენ ერევნიდან აქ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ბევრი წელია ადგილობრივებმა დაცალეს სოფელი და სასომხეთში საცხოვრებლად გადავიდნენ. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ახლა დაარწმუნეს, ანდაც დააშინეს, ისე სხვანაირად რატომ გამოივლიდნენ ამხელა გზას?”-ამბობენ “ნოდარ მელაძის შაბათთან”.