ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის თომა პაჭკორია ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ სატვირთოს დაეჯახა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
