Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კარვები, წრეში-ბურთის თამაში არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი…”- “გირჩი” განცხადებას ავრცელებს

November 2, 2024
“კარვები, წრეში-ბურთის თამაში არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი…”- “გირჩი” განცხადებას ავრცელებს

“კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი” – “გირჩი” განცხადებას ავრცელებს.

ამასთან, “გირჩი” ახალი არჩევნების ჩატარების გეგმას აქვეყნებს და სამი ოპოზიციური გაერთიანების წევრებთან დაკავშირებით წერს, რომ “ისინი ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ ხალხს”:

“ახალი არჩევნების ჩატარების ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიტიმური საფუძველი – ფარულობის პრინციპის დარღვევაა.

ოპოზიციის მიერ სადაო ან არასაკმარისი მტკიცებულებების გამოყენება „აღქმების“ შესაქმნელად, ან გამოძიება არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად და ხელახალი არჩევნების დასანიშნად, ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიცია მათ მთავარი დარღვევიდან სხვაგან წასვლის და უაზრო დისკუსიის მოწყობის საშუალებას აძლევს.

“მიტინგზე მოდით და გეგმას იქ გაგაცნობთ“ უბრალოდ ხალხის დაცინვაა, რასაც ნელ-ნელა პროპაგანდით დაბრმავებული საზოგადოებაც კი აცნობიერებს.

თუ მართლა ახალი არჩევნები გვსურს, შემდეგი რამ არის გასაკეთებელი:

1. უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა – „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“.

მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთი კვირა.

2. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დაიწყოს მართლა დიდი მიტინგის დაორგანიზება, მაგალითად, შაბათს.

3. პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ თუ მიტინგის მეშვეობით გამოხატული ხალხის პოზიცია ცალსახა იქნება, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს.

4. საჯაროდ უნდა დაითქვას მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობის დადგენის თვალნათელი ხერხი, რათა უკვე მიტინგის დროს ხალხმა იცოდეს რამდენი ვართ (გაზვიადებების გარეშე, რაც სჩვევია ხოლმე ორგანიზატორებს). მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე დაახლოებით 100-120 ათასი ადამიანი ეტევა.

5. თუ ორივე პირობა – აქამდე არნახული მასშტაბის მიტინგი და პარტნიორების მხარდაჭერა ერთდროულად შესრულდება, ხალხი მიიღებს ხელისუფლების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას ან ახალი არჩევნებით, ან რევოლუციით.

ყველა სხვა გეგმა, მათ შორის, კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი, რომლის მიზანი – აპათიისა და ნიჰილიზმის გაღვივება, ხალხის დაღლა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენაა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვჯერა, რომ გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას ირგვლივ გაერთიანებული „პოლიტიკოსები“ ნამდვილად იბრძვიან ხელისუფლებისათვის. მივიჩნევთ, რომ მათი ნაწილი მოსყიდულია, ხოლო ნაწილი უბრალოდ გონებასუსტები არიან.

ისინი ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ ხალხს, რათა გაუხანგრძლივონ ივანიშვილს მმართველობა და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, ნაცვლად იმისა, რაც ზემოთ არის აღწერილი.

ჩვენ კი, ქართველმა ხალხმა არ მოგვცა იმის უფლება, რომ ასეთ მიტინგს სათავეში ჩავუდგეთ, თუმცა თავს ვალდებულად მივიჩნევთ ვთქვათ ჩვენ რას გავაკეთებდით, იმ შემთხვევაში, რომ ხალხს შეცდომა არ დაეშვა და ჩვენთვის მოეცა ზემოთ აღწერილი გეგმის შესრულების მორალური უფლება,”- აღნიშნულია “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაუპული 22 წლის ბიჭის ვინაობა
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge