Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიქაუტაძემ გამოღვიძება შეძლო, საკუთარ თავში დარწმუნებულია”- რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველი ფეხბურთელის შესახებ?

November 1, 2024
“მიქაუტაძემ გამოღვიძება შეძლო, საკუთარ თავში დარწმუნებულია”- რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველი ფეხბურთელის შესახებ?

„გიორგი მიქაუტაძემ საბოლოოდ გამოიღვიძა“, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ფრანგულმა გამოცემა footmercato-მ წერილი „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელზე, რომელმაც უგოლო თამაშების სერია „ოსერთან“ დუბლით დაასრულა.

„მიქაუტაძისთვის „ლიონში“ დაბრუნება რთული აღმოჩნდა. „მეცში“ წარმატებული ნახევარი სეზონისა (19 მატჩში 12 გოლი, 3 საგოლე გადაცემა) და სენსაციური ევრო 2024-ის (3 გოლით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა) შემდეგ 23 წლის თავდამსხმელი ახლოს იყოს „მონაკოსთან“, მაგრამ საბოლოოდ „ლიონში“ გადავიდა. კლუბში, სადაც 2008 წლიდან 2015 წლამდე ვარჯიშობდა, ახლა კი 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა.

სირთულე სეზონის დასაწყისში იგრძნობოდა, როდესაც მიქაუტაძეს „საწვავი“ ამოეწურა. რამდენიმე საინტერესო თამაში აჩვენა, მაგრამ 10 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და არაეფექტური იყო.

სანამ „ლიონი“ 4-3-3 სქემით თამაშობდა, მიქაუტაძე კაპიტან ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელის ფუნქციას ასრულებდა. ქართველს თამაში და გოლები სურდა. „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დუბლი შეასრულა.

მართალია, „ლიონმა“ „ოსერთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა (2:2), მაგრამ გუნდის გულშემატკივრები იმითაც კმაყოფილები არიან, რომ მიქაუტაძემ გამოღვიძება შეძლო. ქართველი საკუთარ თავში დარწმუნებულია. გოლების გატანის მორიგი შანსი პარასკევს, „ლილის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მიეცემა და მისი წარმატება ევროსაგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატება იქნება“, – წერს ფრანგული გამოცემა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?
  • “ეს “დაქირავებულები” მეც დამხვდნენ სახლთან” – ვანო თარხნიშვილს თავს დაესხნენ
  • საყურადღებო ინფორმაცია – 15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge