ანალიტიკოსმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილმა შვილის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთხელ დაწერა, რომ მიუხედავად გლოვისა, არასდროს დანებდება და ბრძოლას განაგრძობს:
„მე ვგლოვობ შვილს, მაგრამ არასდროს, არასდროს, არასდროს დავნებდები, რომ მერე ვიგლოვო სამშობლოც! ვიბრძოლოთ ყველა ფრონტზე!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი.