UFC-ს ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ივლისში გოგონას მამა გახდა. მებრძოლის მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, პატარას დაბადების ორი თვის თავზე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:
“ყველა ამბობს, რომ როდესაც შვილი გყავს, შენი ცხოვრება იცვლება… ეს სიმართლეა. სინამდვილეში, არ შეგიძლია გაიგო, რამდენად შეიცვლება ყველაფერი, ვიდრე ეს მომენტი არ დადგება.
სამწუხაროდ, ამაზე ხშირად ნეგატიურად საუბრობენ, მაგრამ სიმართლე ის გახლავთ, რომ როდესაც ბავშვი იბადება, შენთვის ეს არის სტატუსის აწევა. როდესაც სტატუსს აიმაღლებ, ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს, მაგრამ შენი ცხოვრება ბევრი კუთხით უმჯობესდება.
ფაქტია, დედის როლის შესრულება პატივი, კომპლიმენტი და ბედნიერება გახლავთ. ქალებს გვაქვს რეზერვირებული ნაწილი ჩვენს თავში, რომელიც მხოლოდ სიცოცხლის მიცემით იხსნება, და ამ ეტაპზე, მგონია, რომ ეს ყველაზე მშვენიერი რამაა.
მიყვარხარ, ჩემი პატარა პრინცესა”- წერს ჯორჯინა.