საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი “ქართუ ფონდის” მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
“ფორმულას” თუ “გლავკანალს” (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ,” – წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.