მორიელი
2024 წლის ნოემბერი ურთიერთობების თვალსაზრისით თქვენთვის ნამდვილი გამოცდა იქნება. სავსე მთვარე, რომელიც 15 ნოემბერს კუროს ნიშანში იქნება, გაიძულებთ, საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება – მზად ხართ ახლანდელ პარტნიორთან ურთიერთობა გააგრძელოთ თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის და უნდა დაასრულოთ? რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რასაც შესაძლოა, თან შფოთვა და ნერვიულობა ახლდეს. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ეს გადაწყვეტილება იმპულსურად არ მიიღოთ და კარგად შეაფასოთ სიტუაცია.
ზოგადად, მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს ნოემბრის თვის განმავლობაში კომფორტის ზონის დატოვება არაერთხელ მოუწევთ, თუმცა ეს გამოცდილება დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ და წინსვლა განაგრძოთ.
სასწორი
შესაძლოა, სასწორებს ფინანსური თვალსაზრისით გარკვეული სირთულეები შეექმნათ. გაუთვალისწინებელი ხარჯები განსაკუთრებით შეგაწუხებთ. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ხარჯები გააკონტროლოთ და დანაზოგი გააკეთოთ, რაც შემდეგში აუცილებლად გამოგადგებათ.
ასევე, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, დიდ შესყიდვებს ნოემბერში ნუ განახორციელებთ. შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ და თანხაც არამიზნობრივად დახარჯოთ. დრო საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმეთ. ნუ უგულებელყოფთ საყურადღებო ნიშნებს და ექიმს მიმართეთ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნოემბერში ექსტრემალურ გართობას ან მოგზაურობას მოერიდოთ, რადგანაც შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც დაგეგმეთ.
კირჩხიბი
2024 წლის ნოემბერში კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, ღალატის, ტყუილისა და მანიპულაციის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც განსაკუთრებით ემოციური იქნება. ნოემბერში საკუთარ ინტუიციას განსაკუთრებით უნდა ენდოთ. თუ იგრძნობთ, რომ ვინმე გატყუებთ ან გრძნობების გამოხატვისას არაგულწრფელია, დიდი ალბათობით, არ გეჩვენებათ. ყველაზე უსიამოვნო კი იქნება ის, რომ თქვენთვის ახლობელი ადამიანები, მეგობრები, ნათესავები ნამდვილ სახეს გამოავლენენ და ზოგიერთ მათგანთან ურთიერთობას სამუდამოდ გაწყვეტთ.
ნუ ინერვიულებთ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორი ადამიანები გყავთ ირგვლივ და ვის უნდა ენდოთ. ტოქსიკური ურთიერთობების დასრულება თქვენს ცხოვრებაში ახალ, ბევრად სასარგებლო კავშირებს შემოიტანს.