ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა. ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, შეწყალებულ პირებს უკრაინულ მხარეს გადასცემენ.
„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინული მხარის თხოვნით და მეზობელ სახელმწიფოში შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების პირობების შექმნის მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობით და კეთილი ნების ჟესტად, პრეზიდენტმა შეიწყალა უკრაინის 31 მოქალაქე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს“ – განაცხადა ნატალია ეისმონტმა.
