“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე მთაწმინდაზე თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას ეხმაურება, სადაც მსახიობ კახი კავსაძის საპატივცემლოდ სკამი დადგეს წარწერით :- “კახი კავსაძე”
“და ეს ნაძირლები და ქაჯები, ჟურნალისტებს ეუბნებიან, გარდაცვლილით სპეკულირებთო.რა არ მინახავს ქართულ პოლიტიკაში, მარა ფსევდო პატივის მიგებით მიცვალებულის ასეთი შეურაცხყოფა – ნამდვილად არა”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
გუშინ, მთაწმინდის პარკში, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინეს, სიმბოლურად, მსახიობ კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად თავისუფალი სკამი იდგა.
“შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში, ერთი სკამი ცარიელია, გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი, კახი კავსაძის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ყოველთვის ესწრებოდა ჩემს ღონისძიებებს,“- აღნიშნა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.