ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეზულტატების ვებ-გვერდზე ოქმების შესვლის პროცედურები განმარტეს:
“კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეზულტატების ვებ-გვერდზე ოქმების შემოსვლის პროცედურები. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემაჯამებელი ოქმები იურიდიული ძალის გახლავთ ის, რომელიც გადაითვლება ხელით და შესაბამისად, მხოლოდ ამის შედეგ გამოიგზავნება ცესკოს ვებ-გვერდზე, ეს ოქმები ნელ-ნელა იტვირთება საარჩევნო კომისიის რეზულტატების გვერდზე და შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს ეს ნახოს. ასევე, მინდა განვმარტო რომ ამ ოქმების შედეგები ჩვენი რეზულტატების ვებ-გვრედზე არის ცალკე, ხოლო მათ ვისაც აინტერესებს ელექტრონული არჩევნების შედეგები, რომელიც გამოცხადდა რეკორდულად სწრაფ დროში – საათსა და 40 წუთში, ელექტრონული არჩევნების ბანერზე, იქვე ღილაკზე მიჭერით ნახავთ ზუსტად იმ შედეგს, რომელიც გამოცხადდა ელექტრონული მანქანების მიერ დათვლილი შედეგების მიხედვით.
იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ავირიდოთ ყოველგვარი სპეკულაცია რეზულტატების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ახლა ვებ-გვერდზე შემოდის იურიდიული ძალის მქონე ხელით დათვლილი შემაჯამებელი ოქმები, ხოლო, რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შედეგებს, იმავე გვერდზე ღილაკზე – ელექტრონული არჩევნები – ხელის დაჭერით ნახავთ ელექტრონული არჩევნების შედეგებს, ყოველგვარი გამჭვირვალობის და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ორივე შედეგი ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარისთვის. ეს ოქმები ასევე ატვირთულია ვებ-გვერდზე,”- აღნიშნეს ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგზე.