“მარნეულის 50-ე უბანზე ფიზიკურად ცდილობენ გამისწორდენენ”- წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დამკვირვებელი გურამ ჩუხრუკიძე წერს.
“მარნეულის 50-ე უბანზე ფიზიკურად ცდილობენ გამისწორდენენ. შემოდიან ადამიანები ბეჯის გარეშე და გარეთ გაყოლას მთხოვენ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!”- წერია პოსტში.
შეგახსეენბთ, დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა, ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის ინციდენტებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოავლინეს ამომრჩევლის მოსყიდვის სამი შემთხვევა.
ასევე, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – “ჩემი ხმა” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხდვითაც “მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს”