Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძალიან, მარტივადაა ასახული რეალობა – უნდა ავირჩიოთ ომი და უბედურება, ან ავირჩიოთ ღირსეული მომავალი, მშვიდობა”- გენო პეტრიაშვილი

October 26, 2024
🎥 გენო პეტრიაშვილი “ოცნების” რიგებში” – ქართველი სპორტსმენი მის გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

“ძალიან, მარტივად, ნათლად არის ასახული რეალობა; უნდა ავირჩიოთ ომი, ნგრევა და უბედურება, ან ავირჩიოთ ღირსეული მომავალი, მშვიდობა და სტაბილური განვითარება”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან სწორი კურსი აქვს აღებული და ეს არის მიზეზი იმის, რის გამოც თავადაც მმართველი გუნდის წევრი გახდა.

„მე კარგად მახსოვს ის ავადსახსენებელი დრო, როდესაც ოკუპანტი შემოიჭრა და ჩემი სოფლის (დროებითი) ოკუპირება მოახდინა. აღარ ვისურვებდი რომ დავბრუნდე იმ დანაშაულებრივ წარსულში. მე მინდა ჩვენმა შვილებმა და საზოგადოებამ იცხოვროს მშვიდობიან და ღირსეულ საქართველოში და ღირსებით, ამაყად შევაბიჯოთ ევროპაში და ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს ამის უნარი, არის „ქართული ოცნება“, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ჩვენ ქვეყანას ძალიან მაგარი, გმირი ადამიანებისგან აქვს მაგალითები და ჩემ შვილებს აუცილებლად გავზრდი ამ მაგარი ადამიანების განვლილ ცხოვრებაზე და ყოველთვის მოვუყვები შინდისის გმირებისა და გიორგი ანწუხელიძის გმირობას, ისინი წმინდა ადამიანები არიან. ჩვენ ისტორიას რომ გადავხედოთ, ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ჩვენზე გულადი და უშიშარი ერი არ არსებობს, მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოს რამდენჯერ ვებრძოლეთ საკუთარი ღირსებისა და ტერიტორიის დასაცავად, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტად მშვიდობიანი და ღირსეული განვითარება გჭირდება, ძალიან სწორი კურსი აქვს ჩვენს ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ შევუერთდი ამ ძალიან მაგარ გუნდს და მჯერა, რომ ღირსებით, ამაყად და მშვიდობიანად შევალთ ევროპულ ოჯახში.

ის დრო მორჩა, აღარ უნდა დაბრუნდეს ის უბედურება და აღარ ვისურვებდი, რომ ჩვენმა შვილებმა ეს ყველაფერი ნახონ. „ქართული ოცნების“ უმთავრესი მონაპოვარი ისაა, რომ ჩვენ მოსახლეობას დაუბრუნდა ღირსება. კარგად გვახსოვს ის ავადსახსენებელი წლები, ხმის ამოღების უფლებაზე და სიტყვის თავისუფლებაზეც რომ ზედმეტია საუბარი. უნდა ავირჩიოთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა და განვითარება, რაც ახლავს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და რისი გარანტორიც ჩვენი ხელისუფლებაა“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge