Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როგორ უნდა მისცეთ ხმა ამ პარტიებს”- შალვა კეკელია მიმართვას ავრცელებს

October 25, 2024
“შემირცხვენია ყველა სპორტსმენი – მათ იციან, რომ საშინელებას სჩადიან”– მამა შალვას სკანდალური ქადაგება

დეკანოზი შალვა კეკელია, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. სასულიერო პირი პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებიც მას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეკითხებიან.

„ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, სრულწლოვნები არიან და ყველას გვაქვს ჩვენი გონება, ჩვენი აზრი… ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ… ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთად, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან, სარწმუნოებასთან და ადამიანმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ვის უნდა მისცეს ხმა.

მე პირადად, ჩემს აზრს გეტყვით. მე 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული – 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ ბოროტებასა და სიბნელეს – მკვლელობას, შევიწროებას, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება… ბუნებრივია, ამის მიმართ პროტესტი მქონდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან ეს საშინელება უნდა დამთავრებულიყო. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მიმეცა…

წელს გადავწყვიტე, ისევ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა – მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, რადგან იგივე პროცესია, როგორიც 2012 წელს იყო. გადამწყვეტი მომენტი დგება – ჩვენ ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას… მსგავსი რამ, რაც დღეს ხდება… ისეთი განცხადებები გვესმის უცხო ქვეყნებიდან… მსგავსი რამ არ ყოფილა მაშინ, როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი რამ ხდებოდა, ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს… უამრავი რაღაც მოხდა და მაშინ ხმა არავის ამოუღია – არცერთ საელჩოს ამაზე არ უსაუბრია. აი, დღეს როგორი ზეწოლაა. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს, არ ვესაუბრები არაეკლესიურ ადამიანებს, ვინც მეკითხება, მხოლოდ იმათ ვესაუბრები, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია.

დააკვირდით ადამიანებს, პარტიებს… პარტიები, სადაც მათი ლიდერები არიან პატრიარქის, ეკლესიის მაგინებლები, მათთვის ოჯახის სიწმინდე არაფერს არ ნიშნავს… ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ ნიშნავს… ისინი თვლიან, რომ ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ წარმოადგენს…. მივმართავ მათ, ვინც ეკლესიის წევრად მიიჩვევს თავს… კითხვა მაქვს ამ ადამიანებთან – როგორ უნდა მისცეთ ხმა პარტიებს, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედაეკლესიის მაგინებელია და მისთვის შენი ეკლესია არაფერს არ წარმოადგენს. ბუნებრივია, ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე. ეს ბუნებრივია მათთვის, ვინც ეკლესიის წევრები ხართ. ჩვენ რა არჩევანსაც გავაკეთებთ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ… შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ. ღმერთმა შეგაძლებინოთ, ყველამ სწორი არჩევანი გააკეთოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, – აცხადებს დეკანოზი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge