, ოლიმპიური ჩემპიონის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-7 ნომრის, ლაშა ტალახაძის განცხადებამ, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების პარტიის საარჩევნო კლიპში მონაწილეობას ეხება, საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა.
ტალახაძის თქმით, „ის ადამიანები, რომლებიც სპორტსმენებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ, მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან“. მანვე დასძინა, რომ “ის სიტყვები, რასაც ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ”.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში მოქალაქემ კრიტიკული პოსტი მიუძღვნა, სადაც თავად ტალახაძეც მონიშნა.
“ამბიციები დაიხსენი და რძის ბიზნეს მიხედე”– წერს მოქამაქე ანამარია სააკაძე.
პოსტის კომენტარებში პასუხი თავად ტალახაძემ გასცა შემდეგი ფრაზით:”შენ რძე არ გექნება გასინჯული არასდროს.”