„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს, 11:00-დან 11:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში ბაგინეთის, წერეთლის, რუსთაველის, აღმაშენებლის, მირიანის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კაიშაურები, მთა ვარცლა, გუდაური, იუხო, ჭივილაანები, თანდილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ვაჟა-ფშაველას, სარგის კაკაბაძის, ბიძინა ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.