ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი იგივე “კაწრო” დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ორივე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები უცნობია.
